თავში

არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს და ზარების განხორციელების უფლებას - ადვოკატი

არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს და ზარების განხორციელების უფლებას - ადვოკატი
არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს და ზარების განხორციელების უფლებას - ადვოკატი

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, მსჯავრდებულს ციხეში საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში მაქსიმალურად უშლიან ხელს.

როგორც მისმა უფლებადამცველმა, გიორგი გელხაურმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ დრომდე საკანში ტელევიზორი არ აქვს და შეზღუდული აქვს სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება, მას ლეიბსაც არ აძლევენ. 

"მაქსიმალურად უქმნიან პრობლემებს, რომ თავი კარგად ვერ იგრძნობს. აქაც შერჩევით უდგებიან მიხეილ სააკაშვილს, არ აძლევენ ლეიბს, ტელევიზორს, რისი უფლებაც აქვს, რომ მიიღოს. 

არაერთი მსჯავრდებული სარგებლობს დაწესებულებაში ამ უფლებებით. ამდენი დღე პასუხის გარეშე ერთადერთ რამეს ნიშნავს - იმიტომ არ აქვს ტელევიზორი, რომ ის არის მიხეილ სააკაშვილი.

სურთ, რომ ფსიქოლოგიური წნეხი მოახდინონ მიხეილ სააკაშვილზე, მაგრამ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს,ჩვენი მეშვეობით ყველანაირ საკითხში ერკვევა, ყველა ინფორმაციას იღებს. სტანდარტულ პირობებზე დაბალი დონის პირობები აქვს", - თქვა გიორგი გელხაურმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system