თავში

არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ მიშელის შეთანხმებიდან - გიორგი ვაშაძე

არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ მიშელის შეთანხმებიდან - გიორგი ვაშაძე
არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ მიშელის შეთანხმებიდან - გიორგი ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ "ქართული ოცნება" მიშელის დოკუმენტს დაუბრუნდეს.

 ვაშაძის თქმით, არ იღებს განცხადებას შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით და "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებაზე შესაბიმს რეაქციებს ელის საერთაშორისო გარანტორებისგან.  

"ყურით მოგიყვანეს და მოგაწერინეს ხელი შეთანხმებას, ასევე თქვენი ხელით მოგაწერინებენ ხელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. არ გაძლევთ უფლებას, გახვიდეთ შარლ მიშელის დოკუმენტიდან. არავინ არაფერს გეკითხებათ, ეს თქვენი საქმე არ არის, ამ დოკუმენტს ჰყავს თავისი მედიატორები. 

არ ვიღებ განცხადებას ანულირებასთან დაკავშირებით და ეს დოკუმენტი აუცილებლად იქნება ძალაში, რადგან ის არის ჩვენ მიერ ხელმოწერილი და ჩვენთან, არც მოდერატორებთან და არც ქართველ ხალხთან არავის შეუთანხმებია დოკუმენტის ანულირება. საერთაშორისო გარანტორებისგან ჩვენ, ამ დოკუმენტზე ხელმომწერები ვითხოვთ შესაბამის რეაქციებს საერთაშორისო გარანტორებისგან, დასავლეთის მხრიდან," - განაცხადა ვაშაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system