თავში

არ გამოვრიცხავ, დანიელსონს საქართველოში ჩამოსვლა კიდევ მოუწიოს - ზაალ უდუმაშვილი

არ გამოვრიცხავ, დანიელსონს საქართველოში ჩამოსვლა კიდევ მოუწიოს - ზაალ უდუმაშვილი
არ გამოვრიცხავ, დანიელსონს საქართველოში ჩამოსვლა კიდევ მოუწიოს - ზაალ უდუმაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება დღეს ვერ შედგეს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს კიდევ ერთხელ მოუწიოს საქართველოში ჩამოსვლა. 

,,რთული პროცესია, ასეთი რთული პროცესი რომ 1-2 საათში არ გადაწყდება ყველასთვის ნათელია, მე არ გამოვრიცხავ რომ კიდევ ერთხელ მოუწიოს კრისტიან დანიელსონს საქართველოში ჩამოსვლა", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ცნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ერთობლივი შეხვედრა უკვე 5 საათზე მეტია მიმდინარეობს.

დანიელსონმა მხარეებს მის მიერ შემუშავებული დოკუმენტი უნდა წარუდგინოს.

შეგახსენებთ, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

29 მარტს მან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system