თავში

არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს კომპრომატებით ემუქრებოდნენ - ელისაშვილი

არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს კომპრომატებით ემუქრებოდნენ - ელისაშვილი
არ გამოვრიცხავ, რომ ვაშაძეს და სხვა ლიდერებს კომპრომატებით ემუქრებოდნენ - ელისაშვილი

არ გამოვრიცხავ, რომ გიორგი ვაშაძის ან სხვა ოპოზიციური ლიდერების მიმართ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთები როგორიც არიან  გიგა ბოკერია და ვანო მერაბიშვილი კომპრომატებს იყენებდნენ, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ამაზე "ქართული ოცნებაც" მიუთითებდა და ეს ვარაუდები, სამწუხაროდ ლოგიკას მოკლებული არ არის. 

"არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის. "ქართული ოცნებაც" ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს", - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, "გირჩის" თავმჯდომარემ იაგო ხვიჩიამ წარადგინა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციამ ახალი არჩევნების მოთხოვნა იმ შემთხვევაში უნდა წარადგინონ თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გაიმარჯვებენ. ინიციატივას, პარტია "მოქალაქეებიც" ემხრობიან.

ამასთან "გირჩისა" და "მოქალაქეების" ლიდერებმა ოპოზიციურ მაპტიებთან ცალ-ცალკე შეხვედრის მზაობაც გამოთქვეს. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, შეხვედრაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძეც მზად იყო. თუმცა დღეს, გიორგი ვაძაძემ განაცხადა, რომ "გირჩთან" და "მოქალაქეებთან" შეხვედრა ვერ შედგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system