თავში

არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია - გიგა ბოკერია

არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია - გიგა ბოკერია
არ გვყავს მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია - გიგა ბოკერია

„ამ ტიპის რეპუტაცია შელახულ ლიდერს, ივანიშვილის პოლიტიკურ თოჯინა ღარიბაშვილს გაუჭირდება ამ შანსის გამოყენებაც კი და ეს ძალიან სიმპტომატურია. ეს აჩვენებს თუ როგორი ხიფათის ქვეშ ვართ, რომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია შეხვედრების მისაღწევად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობას გამოეხმაურა.

ბოკერის განცხადებით გაეროს შემდეგ ასამბლეაზე საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც ქვეყნის საერთაშორისო ინტერესების დაცვას შეძლებს. 

„ჩვენი ქვეყნის ინტერესშია ყოველთვის და ასე იყო წლების წინ, რომ გაეროს ასამბლეა არის ასამბლეაზე გამოსვლის შესაძლებლობა, რომელიც მნიშვნელოვანი ტრიბუნაა მაგრამ ზოგჯერ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ ღონისძიების დროს სტრატეგიულ პარტნიორებთან ორმხრივი შეხვედრები და ყველა ეფექტური ხელმძღვანელი თავისი ქვეყნის, მით უმეტეს ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნის, როგორიც საქართველოა ამით უნდა სარგებლობდეს, ჩემთვის უცნობია თუ როგორია ღარიბაშვილის განრიგი მაგრამ ყველა მონაცემი რაც, ჯერჯერობით გვაქვს და პროგნოზიც ასეთი იყო, რომ ამ ტიპის რეპუტაცია შელახულ ლიდერს, ივანიშვილის პოლიტიკურ თოჯინას გაუჭირდება ამ შანსის გამოყენებაც კი და ეს ძალიან სიმპტომატურია და აჩვენებს როგორი ხიფათის ქვეშ ვართ, რომ არ გვყავს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა, რომელსაც ასეთი ფორუმების გამოყენება შეუძლია შეხვედრების მისაღწევად ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამიტომ ჩვენ სწრაფად გვჭირდება სხვა ტიპის მთავრობა შემდეგ გაეროს ასამბლეაზე, რომელიც ჩვენს საერთაშორისო ინტერესების დაცვას შეძლებს და რომელსაც ეს ამოცანა გააჩნია.“ - განაცხადა ბოკერიამ
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system