თავში

არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა - ოქრუაშვილი

არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა - ოქრუაშვილი
არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა - ოქრუაშვილი

არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება, - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

ოქრუაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა დღეს მომავალს ვერ ხედავს და ადამიანებს სჭირდებათ ცხადად და ნათლად საკუთარი უსაფრთხოების დანახვა.

"მე მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ასე შემდეგ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რაიმე გადაწყვეტილების მიმღებია ამ ქვეყანაში, ეს არის ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები, არ იქნება მშვიდობა. ნიშნავს იმას, რომ ამის გარეშე პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება. თუ არ განიმუხტება პოლიტიკური კრიზისი, არ იქნება მშვიდობა. მშვიდობა ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს სჭირდებათ უკეთესი მომავალი, შვილების წარმატებული კარიერა, საკუთარი უსაფრთხოების უფრო ცხადად და ნათლად დანახვა. დღეს მომავალს ვერ ხედავენ. მეხუთე რაუნდს რაც შეეხება, პოლიტიკური პარტიების მხრიდან სიების ჩახსნა მოხდა. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ შემოდით პარლამენტში, მეხუთე რაუნდის დროს აზრს კარგავს, ლოგიკას კარგავს. მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს იმაზე, როდის ჩატარდება ხელახალი არჩევნები", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system