თავში

არ იციან სიტყვა "გამქრალი" რას ნიშნავს - ნიკოლოზ სამხარაძე

არ იციან სიტყვა "გამქრალი" რას ნიშნავს - ნიკოლოზ სამხარაძე
არ იციან სიტყვა გამქრალი რას ნიშნავს - ნიკოლოზ სამხარაძე

როცა ორი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტში საქართველოზე პარაგრაფები არის ჩაწერილი, რანაირად შეიძლება იყოს ეს რადარებიდან გაქრობა, ჩემთვის წარმოუდგენელია, - ასე ეხმიანება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჟურნალისტებთან ოპოზიციის კრიტიკას, რომ საქართველოს საკითხი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე დასმული არ ყოფილა.

„რა იცით, რომ არ იყო, იქ იყავით? ეს შეხვედრა მიმდინარეობდა ოთხსაათნახევარი, სადაც ერთ - ერთი მთავარი თემა იყო რეგიონული კონფლიქტები, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა, როცა რეგიონულ კონფლიქტებზე არის საუბარი.

ადამიანებმა, ვინც ამბობენ, რომ საქართველოს საკითხი რადარებიდან არის გამქრალი, არ იციან სიტყვა „გამქრალის" მნიშვნელობა, როცა საქართველოს საკითხი ხვდება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლიდანაც არც ერთი არ ეხება საქართველოს, ერთი ეხება ევროკავშირ - რუსეთის ურთიერთობას, მეორე ევროკავშირ - ამერიკის ურთიერთობას, როცა ორ ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტში საქართველოზე პარაგრაფები არის ჩაწერილი, რანაირად შეიძლება იყოს ეს რადარებიდან გაქრობა, ჩემთვის წარმოუდგენელია,"- განაცხადა სამხარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system