თავში

არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი - მიხეილ დაუშვილი

​არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი - მიხეილ დაუშვილი
არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი - მიხეილ დაუშვილი

არ მესმის ე.წ. შავი სიის შინაარსი, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა საქართველოს მესამე რპეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შიმშილობა ლეგიტიმური პროცესია, ხოლო პროტესტის ფორმას სააკაშვილი თავად ირჩევს. 

„შიმშილობა პროტესტის ფორმაა, რომელიც არის ლეგიტიმური და ჯდება კანონში. სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ ბატონი სააკაშვილის მოპყრობასთან დაკავშირებით კითხვები არ იყოს, ყველაფერი უნდა იყოს კანონის ფარგლებში. რა პროცესები მოჰყვება, ამას დრო გვაჩვენებს. ჯერჯერობით, კონკრეტული შედეგი არც დეპოლარიზაციის კუთხით და არც პოლიტიკური კრიზისის დაძლევის კუთხით არ არის. მეტსაც გეტყვით, ორი ერთმანეთთან აცდენილი პროცესი მიდიოდა. ერთის მხრივ, ვსაუბრობთ, რომ პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ე.წ. ეროვნული შერიგება მოხდეს და ამასთან, ვხედავდით პროტესტის უკიდურეს ფორმებს, რაც რეალურად პროცესს რომ შეხედო, შეუთავსებელი იყო. ეს არის მისი უფლება, პროტესტის რა ფორმას მიმართავს. რაც შეეხება ე.წ. შავ სიას, მე არ მესმის შავი სიის შინაარსი. მესმის ერთი რამ, თუ ადამიანს აქვს ჩადენილი დანაშაული, ამაზე უნდა მოხდეს რეაგირება, გამოძიება და ადეკვატური სასჯელის აღსრულება. შავი სიის შინაარსი ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა დაუშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალოვანი და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების რიგი წარმომადგენლების წინააღმდეგ ე.წ. შავი სიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system