თავში

არ მინდა საქართველო "პუსტა-პუსტა" ქვეყანა იყოს

არ მინდა საქართველო "პუსტა-პუსტა" ქვეყანა იყოს
არ მინდა საქართველო პუსტა-პუსტა ქვეყანა იყოს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თანამდებობის დაკავება მისი მიზანი არ არის, თუმცა, მისივე თქმით, ის ამბიციური ადამიანია და სურს, რომ საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანა იყოს. 

“მე საერთოდ არ ვეძიებ თანამდებობებს და საერთოდ არ ვეძიებ კაბინეტებს, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვეძიებ რეზულტატებს.

მე მინდა, რომ საქართველო იყოს სხვათაშორის პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა, საქართველო იყოს ერთერთი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, სამაგალითო, თვალსაჩინო, ნამდვილად ლიდერი ჩვენს რეგიონში. რომელსაც უბატონოდ ვერავინ გაუბედავს ლაპარაკს, რომელსაც გაუწევენ ანგარიშს.

ეს არის ჩემი ამბიცია. მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, დიახ, მაგრამ ჩემი ამბიცია უკავშირდება ჩემი ქვეყნის წარმატებას, ჩემი თანამემამულეების უკეთესად ყოფნას - განაცხადა სააკაშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system