თავში

არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა - წულუკიანი გახარიაზე

არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა - წულუკიანი გახარიაზე
არ მინდა ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა - წულუკიანი გახარიაზე

საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრემიერ-მინიტრის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

როგორც წულუკიანი აცხადებს, გახარიას გადაწყვეტილება, კითხვის ნიშნებს ბადებს.

„იმედი მქონდა, ამას არ გააკეთებდა, რადგან ჩვენ ერთად ვიმუშავეთ, მე მისი ვიცე-პრემიერი ვიყავი და ძალიან გამიკვირდა მისი წასვლა და ახლა კიდევ უფრო გამიკვირდა მისი მოსვლა. არ მინდა იქამდე მივიდე, ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა, მაგრამ გამიკვირდა. ჯობდა არ წასულიყო... რაკი შემობრუნდა, ესეც კითხვის ნიშნებს ბადებს. თუ შემობრუნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ერთი მხრივ, ეს საინტერესო იქნება. ვერ ვიტყვი, რომ „ქართული ოცნებისთვის“, ეს საზიანო იქნება", - განაცხადა თეა წულუკიანმა ,,იმედის" ეთერში.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია გადადგომის შემდეგ მედიასთან დღეს, პირველად გამოჩნდა. როგორც მან წავკისში მდებარე აგარაკთან ჟურნალისტებს განუცხადა, არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system