თავში

არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე... - ვის უპირისპირდება ანზორ მელია

არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე... - ვის უპირისპირდება ანზორ მელია
არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე... - ვის უპირისპირდება ანზორ მელია

“ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს”, – ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, კლინიკა "გულის" დამფუძნებელმა ანზორ მელიამ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ანზორ მელიამ პირდაპირ ეთერში ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეწყვეტა გაიხსენა და თქვა, რომ მისი შვილი პოლიტიკოსებთან ერთად ექიმებმაც გაიმეტეს, რომლებიც დღეს დეპუტატები არიან. 

“ეს რა საშინელება იყო, ამის პატიება არ შეიძლება, სანამ სული მიდგას, ყოველთვის ამ მთავრობის წინააღმდეგ ვიქნები, იმ პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც რამოდენიმე ექიმი, ნახევარი და ერთი წლის წინათ ჩემ სადღეგრძელოს სვამდა, ზეცაში ავყავდი ქებით და დღეს ჩემი შვილი გაიმეტეს დასაჭერად. არ რცხვენიათ ამ ექიმებს? ერთ ექიმს მივწერე, ასეთ ნიჭიერ ექიმს რა გინდა პარლამენტში, რატომ შედიხარ პარლამენტში-მეთქი. ალბათ, თავის ბიზნესებს იცავენ, ამიტომ მისცეს ხმა. 

ან ეს ვითომ ცნობილი პიანისტი, რა პიანისტია, თუ უნდოდა პიანისტობა და როიალი, ყოფილიყო საზღვარგარეთ, პარლამენტში კანონები უნდა დაიწეროს…

გახარია რომ ყოფილიყო პრემიერი, გეტყოდით, რისი იმედი მექნებოდა, ის იყო ერთი ნათელი წერტილი მთავრობაში. ეს (ღარიბაშვილი) რომ მოვიდა, იმის მაგიერ რომ ყველას მოგვფერებოდა, მე წესრიგს დავამყარებო და აასრულა მუქარა - ნიკა, როგორც ტერორისტი დაიჭირა, არაფრის იმედი ამათგან არა მაქვს, ერთადერთი უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს სანქციები”, – განაცხადა ანზორ მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system