თავში

არ ვარ დაგმობის სპეციალისტი, მივიღებ რჩევებს - სერგეენკო

არ ვარ დაგმობის სპეციალისტი, მივიღებ რჩევებს - სერგეენკო
არ ვარ დაგმობის სპეციალისტი, მივიღებ რჩევებს - სერგეენკო

რ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზებაში - მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

სერგეენკოს თქმით, 5 ივლისთან დაკავშირებით მან და მისმა კოლეგებმა მკაფიო განცხადებები გააკეთეს.

„იმ სამწუხარო დღეს მოვლენები კალეიდოსკოპურად განვითარდა, 11 საათზე უკვე დაწყებული იყო ეს ძალადობა, რასაც პარლამენტის წინ ვხედავდით. ამაზე რეაქცია არ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ჰქონდეს სხვა, გარდა პროტესტისა და დაგმობისა. შეიძლება ამ დაგმობის ფორმა იმ წუთში საჯაროდ არ იყო გაჟღერებული, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ამაზე ყველა ჩემს კოლეგას გამონაკლისის გარეშე გვქონდა ეს პროტესტის მკაფიო გამოხატვა. რაც შეეხება დაგმობას, არ ვარ დაგმობის გამოხატვის სპეციალისტი, არ ჩამომართვათ ირონიზირებაში, მაგრამ მე რაც შემეძლო გავაკეთე, გავაკეთე საჯარო განცხადება და იგივე გააკეთეს ჩემმა კოლეგებმაც. მივიღებ რჩევას ვინმესგან, კიდევ რანაირად შემეძლო და რა შემეძლო გამეკეთებინა, აუცილებლად გავითვალისწინებ“, - განაცხადა სერგეენკომ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system