თავში

არ ვიქნები ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი - ივანიშვილი

არ ვიქნები ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი - ივანიშვილი
არ ვიქნები ,,ქართული ოცნების მხარდამჭერი - ივანიშვილი

აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღარ იქნება არც ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერი და გუნდის წევრებთან ურთიერთობებს მხოლოდ ყოფით დონეზე გააგრძელებს. 

„ვუბრუნდები ჩემს ცხოვრებას, რომელიც ძალიან მომწონდა და მომწონს დღესაც. არც მხარდამჭერი არ ვიქნები „ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. არანაირი ინტერვიუ, არანაირი საჯარო განცხადება, არანაირი დარეკვა რომელიმე გუნდის წევრთან, შენიშვნის მიცემა, რომ აი, შენ ეს კარგად არ გააკეთე ან არ გამოგივიდა. მე ეს რამდენჯერმე გამეორებული მაქვს გუნდთან, რომ ნუ დაელოდებით ჩემგან შენიშვნებს, ნუ აკადრებთ თქვენ თავს და ნუ მაკადრებთ მე, ნუ დამირეკავთ კონსულტაციებისთვის. აი, ეს არის განსხვება, რაც იყო ადრე და რაც არის დღეს“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ,,პირველი არხის" ეთერში. 

ცნობისთვის, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system