თავში

არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლებოდა ყოფილიყო - ლონდა თოლორაია

არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლებოდა ყოფილიყო - ლონდა თოლორაია
არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლებოდა ყოფილიყო - ლონდა თოლორაია

"მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით" - ასე ეხმაურება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უფროსი, ლონდა თოლორაია აშშ-ს საელჩოს განცხადებას.

თოლორაიას იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის კანონპრეოქტს ვეტოს დაადებს.

"აღნიშნულია, რომ ფაქტობრივად გაუქმდა უწყება, რომელიც იყო მაკონტროლებელი მთავრობისა და სახელმწიფო ორგანოების. ეს შეფასებულია, როგორც ძირის გამოთხრა დემოკრატიული ინსტიტუტების და პრინციპში მეც ანალოგიურ ხაზს ვავითარებდი, ასევე, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაშიც თანხვედრაში ვართ არის ის, რომ ეს არის დასჯა საზედამხედველო უწყების იმის გამო, რომ მას ჰქონდა განსხვავებული, მაგრამ კანონიერი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. და რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიისთვის, ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ადამიანის უფლებების თვლასაზრისით.

მე არ ვიცი ამაზე მკაცრი შეფასება რა შეიძლება იქნას გაკეთებული ამ ე.წ. რეფორმასთან დაკავშირებით, და მე დიდი იმედი მაქვს, რომ პარლამენტს დარჩა 1 შანსი, რომ დაფიქრდეს. და თუ პრეზიდენტი გამოყენებს ვეტოს უფლებას და დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ამ უფლებას გამოიყენებს, მე ვფიქრობ, პარლამენტისთვის ეს იყო მკაცრი მესიჯი, რომ კიდევ ერთხელ აქვთ შანსი, გადახედონ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას",- აცხადებს თოლორაია.

ცნობისთვის, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. 

სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system