თავში

არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი

არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი
არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ძმათა მემორიალი გვირგვინით შეამკო და ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო. მან თქვა, რომ თანამედროვე საზოგადოება, მათ შორის თვითონაც მოესწრება იმ დღეს, როდესაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება. 

"დღევანდელ დღეს აქ ვართ მოსული იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ იმ გმირებს, ვინც თავი დასდო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. ისინი შედიან იმ დიდ რიგებში ქართველების, ვინც დაიღუპა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. 

მე არ ვთვლი, რომ დღეს გლოვის დღე უნდა იყოს, ისევე როგორც, არ ვთვლი, რომ 9 აპრილი უნდა იყოს გლოვის დღე, რადგან ეს არის ამავე დროს იმედის დღე, ჩვენი მომავლის იმედის დღე, რომელიც არასოდეს არ უნდა დავკარგოთ. 

მე მახსენდება, წლების მანძილზე როგორ გვჯეროდა ძალიან ბევრს, საქართველოს მომავალი დამოუკიდებლობის, როცა არსებობდა საბჭოთა კავშირი და ყველა ამბობდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. 

დღესაც იგივე არის. შეიძლება ვერ ვხედავდეთ ზუსტად, კონკრეტულ გზას რომელიც მიგვიყვანს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, მაგრამ ამას რომ ვერ ვხედავთ ჩვენ დაზუსტებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს გზა ჩვენს წინ არ არის. ამ გზის უნდა გვჯეროდეს და ეს დღე არის სწორედ ამ გზის დაჯერების დღე.

ჩვენი მხარდამჭერები არიან ძალიან ბევრი, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ გამოთქვა თავისი მხარდაჭერა. რამდენიმე დღეში იქნება დიდგორის გახსენება, ესეც არის საქართველოს ისტორია. რომელიც აღსავსეა გამარჯვებებით და დამარცხებებით, თუმცა ეს ქვეყანა ამით არ დასრულდება, ჩვენ ყველანი ვნახავთ საქართველოს გამთლიანებას და მინდა, რომ ეს დღე იყოს სწორედ იმ გმირების დღე, რომლის თავდადება იყო იმედისთვის თავდადება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system