თავში

არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია

არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია
არაფერში მჭირდება თბილისის მერობა - ნიკა მელია

"თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით", - ასე უპასუხა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა ის ოპოზიციის საერთო კანდიდატი თბილისის მერობის პოსტზე. 

"ჩემს გარშემო მე არ განვიხილავ ერთობას. თავს კი არ ვიფასებ, მართლა ასე მჯერა, არაფერში არ მჭირდება თბილისის მერობა, მართლა გეუბნებით. შეიძლება სხვა მიზნები და ამოცანები მქონდეს ქართულ პოლიტიკაში, ვიდრე კალაძის იქიდან გამოყვანა და ჩემი იქ შესვლა. მაგრამ თუკი დავთანხმდებოდი, დავთანხმდებოდი ამ ბრძოლაში შესვლას თბილისის მუნიციპალიტეტის არჩევნებში, სხვადასხვა პოზიციიდან, არაა აუცილებელი თბილისის მერობის კანდიდატი იყო. იმ შემთხვევაში როცა დავინახავდი გულწრფელ მზაობას ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, რომ ეს რეჟიმი დამარცხდეს", - განაცხადა ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system