თავში

არაღიარების ისტორიაში ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა - ხატია დეკანოიძე

არაღიარების ისტორიაში ძალიან წარმატებულ
არაღიარების ისტორიაში ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე მიხეილ სააკაშვილთან "ტაილანდის ეპიზოდს" იხსენებს. ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook გვერდზე წერს. მისი თქმით, საქმეზე, რომელზეც პროკურატურა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ედავება, მნიშვნელოვანი შედეგია დამდგარი. დეკანოიძე განმარტავს, რომ არაღიარების პოლიტიკის ისტორიაში ტაილანდის შეხვედრა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

"სანამ დამძიმდებოდა, მიშასთან ერთ-ერთ შეხვედრაზე ციხეში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებზე ვლაპარაკობდით.'

ტაილანდის ეპიზოდზე (ტაილანდში იმოგზაურა და თანხები დახარჯაო პროკურატურა ამბობს) ჩაილაპარაკა:

ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო - მთელი ოკეანეთის ქვეყნები ჩამოვიყვანეთ, ოკუპაციაზე ვისაუბრეთ და არაღიარების ისტორიაში ძალიან წარმატებული შეხვედრა გვქონდა. საათობით ველაპარაკებოდი ყველასო. შედეგიც იყო.

რაში აინტერესებთ არაღიარების პოლიტიკა..", - წერს ხატია დეკანოიძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system