თავში

სამადაშვილი თურნავას: არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც

არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც
სამადაშვილი თურნავას: არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც

როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული და დაშლილი, არამედ პროფესიულიც“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სადამაშვილმა პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

სამადაშვილის თმით, საქართველოს მოსახლეობა გაღატაკებულია და ამაში დამნაშავე მხოლოდ "მეოცნება ხელისუფლებაა".

„მართალია თქვენი უფროსის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის, ივანიშვილებს ოჯახის მსგავსად არ ხართ მოწყვეტილი რეალობას, რომ „ტიკ-ტოკის“ ვიდეოებით ერთობოდეთ, როდესაც დაზაფრული ქართველი ხალხი ელოდება მშიერ ზამთარს და არ იცის თავი როგორ გადაირჩიონოს, მაგრამ არანაკლებ მოწყვეტილი ხართ რეალობას და მე მგონი, თვითონაც არ გჯერათ იმ სულელური ზღაპრების, რომელსაც პარლამენტის ტრიბუნიდან აკადრებთ ოპოზიციას კი არა, ქართველ ხალხს და საქართველოს საზოგადოებას. მინდა შეგახსენოთ, ვის ესაურებით. ესაუბრებით იმ ხალხს, სადაც ადამიანების 70%-ზე მეტი ცხოვრობს სიღარიბეში. თავი რომ მოგაქვთ აქ თქვენი ეკონომიკური პროგრამებით, დღეს საქართველოში 7%-ია მხოლოდ საშუალო ფენა. ჩემთვის უცნაურია ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა თუ გქონდთ 8 წლის მანძილზე და თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით და ამ ხელისუფლების წევრიც ხართ, ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა, ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით, რაზე გვესაუბრებით საერთოდ, როცა ლარის კურსი თავისუფალ ვარდნაშია და გაღატაკებულია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ? როგორც ჩანს, არამარტო მორალური კომპასი გაქვთ გაფუჭებული და დაშლილი, არამედ პროფესიულიც“, - განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ბიუჯეტის თანხებს პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში ხარჯავს.

ახლა რომ გვესაურებრით ქუთაისის აეროპორტი უნდა გავაფართოვოთო, აქამდე რას აკეთებდით? 8 წელია ხელისუფლებას მართავთ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 ახალი აეროპორტი ააშენა. დღევანდელმა ხელისუფლებამ არც ერთი იმიტომ, რომ იცით რაში ხარჯავთ ბიუჯეტში შემოსულ სახსრებს? საკუთრი პოლიტიკური ნიშნით შერჩეული ხალხის დასაქმებაში უაზრო თანამდებობებზე, რომელსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს არავისთვის“, - განაცხადა სამადაშვილმა.

პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით "ევროპულმა საქართველომ" დაიბარა. სხდომაზე მთლიანობაში რეგისტრაცია 93- მა დეპუტატმა გაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხდომას ამდენივე დეპუტატი ესწრება. რეგლამენტის თანახმად, ინტერპელაციის წესი დებატებსაც მოიცავს, შესაბამისად, კითხვა პასუხისა და დაზუსტების შემდეგ დებატებიც გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system