თავში

"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს" - გახარია

"არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს" - გახარია
არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს - გახარია

მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს, - ასე უპასუხა პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ სახელმწიფო უსაფრთხოების თანამშრომლების მიერ ადევნების, თვალთვალის და მოსახლეობის დაშინების მცდელობების შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს.

"მე არანაირ ბრალდებებს არ ვაყენებ და მე არანაირი დისკომფორტი არ მაქვს ვინმე თუ მითვალთვალებს - აბსოლუტურად თავისუფალი ვარ. აქ სამწუხარო ის არის, რომ სახელმწიფო რესურსი იხარჯება ამაში. მე ხომ ვიცი ადამიანები, რომლებიც ასეთ დავალებებს იძლევიან და ადამიანები, რომლებიც ესეთ დავალებებს იღებენ - ეს სერიოზულ უხერხულობას ჰქმნის.

მთავარი გამოწვევა აქ ის არის, რომ სახელმწიფო რესურსია ეს მეგობრებო - მაშინ, როდესაც სახელმწიფოს უამრავი გამოწვევა აქვს - კოვიდია, პანდემიაა, კრიმინალთან ბრძოლაა საჭირო და რესურსი იხარჯება, თორე მე მითვალთვალონ არანაირი პრობლემა არ მაქვს", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system