თავში

არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა - კახა კალაძე

არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის
არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წინასაარჩევნო შეხვედრების ფარგლებში კრწანისის მოსახლეობას შეხვდა, სადაც თბილისის განაშენიანებაზე და ასევე, კონკრეტული უბნის განვითარების თემებზე ისაუბრა. 

მან თქვა, რომ დედაქალაქში ურბანული დაგეგმარება არ ხდებოდა და მიმდინარეობდა ქაოტური განაშენიანება. 

"სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ. აქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. უამრავი ასეთი პრობლემა იყო. ვაკის პარკი იყო ანალოგი. ვაკის პარკი არის თბილისისთვის ერთ-ერთი ცენტრალური რეკრეაციული ზონა, სადაც რვასართულიანი კორპუსი უნდა ჩაედგათ. ეს მიდგომა იყო, არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა. ეს ჩვენ დავასრულეთ და დღეს ჩვენ უკვე სხვა მიდგომები გვაქვს. ვერცერთი რეკრეაციული სივრცის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე ვერ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები თუ ოფისები. დღეს ქალაქს ყველაზე ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, სჭირდება პარკები, სკვერები. ჩვენ მეტი მსგავსი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში და ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system