თავში

არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება - მდინარაძე - VIDEO

არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება - მდინარაძე - VIDEO
არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება - მდინარაძე - VIDEO

არანაირი ვადამდელი არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების პროექტი არ გამოუვიდა და აღნიშნულ საკითხზე საუბარს თავი უკვე დაანება.

„პირველი რაც გავაკეთე, გადაწყვეტილების გაგების შემდეგ შს სამინისტროს მოვუწოდე, ადამიანების უფლებების დაცვით კონკრეტული და ნებისმიერი გადაწყვეტილების აღსრულება უზრუნველყოთ. ჩვენ ყველაფრის ხარჯზე გადაწყვეტილების აღსრულებაზე არ მივდივართ ხოლმე. ჯერ კონკრეტული აღმასრულებელი რგოლები ფიქრობენ იმაზე, როგორ უნდა შესრულდეს, ისეთი მტკივნეული გადაწყვეტილებები, რაც ისედაც რთული შესასრულებელია, რომ ამავდროულად ადამიანის უფლებები არ დაირღვეს. საუბარი და შიდა კამათი იყო, მხოლოდ და მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, ეს რა ვადაში უნდა აღსრულდეს, მაგრამ გადაწყვეტის გზებზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ.

არანაირ ვადამდელ არჩევნების შესახებ ახლა ლაპარაკი არ შეიძლება, ესაა სპეკულაცია! მე კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავ, თუკი ოპოზიცია ელოდებოდა, ან ახლა ელოდება რაიმე სახის შეთავაზებას მათ მთავარ მოთხოვნაზე, ვხედავთ, რომ ამაზე საუბარს თავი თვითონაც დაანებეს,მათ შორის მათმა მხარდამჭერებმაც, ეს პროექტი არ გამოვიდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system