თავში

"არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, თუ არა უარესი" - მელია

"არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, თუ არა უარესი" - მელია
არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, თუ არა უარესი - მელია

"არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა, უარესი", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს, რუსთაველის გამზირზე, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, დასაკარგი დრო არ არის.

"დასაკარგი არ გვაქვს არცერთი საათი. ნომერ პირველი მიზანია მიშას გადაყვანა სამოქალაქო დაწესებულებაში. ელენეც შეწყვეტს შიმშილობას.

მისი მდგომარეობა არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ცნობისთვის, პარტია "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ 3 ნოემბერს, პარლამენტის შენობაში შიმშილობა დაიწყო.

პოლიტიკოსის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნა, ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 40 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system