თავში

არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად - კალაძის განცხადება გადადგომის შესახებ

არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად - კალაძის განცხადება გადადგომის შესახებ
არასოდეს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად - კალაძის განცხადება გადადგომის შესახებ

მე არასდროს გადამიდგამს ნაბიჯი მალულად ან ჩუმად, ყველაფერი ყველასთვის ცხადი გახდება, როდესაც ამის დრო იქნება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ტოვებს თუ არა ის მერის თანამდებობას.

მისი თქმით, თანამდებობიდან გადადგომაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია და სიცრუე მიზანმიმართულად ვრცელდება. 

„ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ, მე მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აღებული თბილისელების წინაშე, ბევრ პროექტს ვახორციელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძე არ აკონკრეტებს, აპირებს თუ არა მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებში.

"მომდევნო დღეებში, მომდევნო თვეებში, როდესაც ამის დრო მოვა გაიგებთ ყველაფერს იმასთან დაკავშირებით მივიღებ თუ არა მონაწილეობას არჩევნებში. მე არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯი, რომ მალულად ან ჩუმად ყოფილიყო. ყველაფერი ცხადი იქნება, როდესაც ამის დრო მოვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს, დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ. მე დიდი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული თბილისზე და თბილისელებზე, ბევრ პროექტებს ვახორციელებ. შესაბამისად როგორც კი გადაწყვეტილება იქნება მიღებული გეცნობებათ" - განაცხადა კალაძემ. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system