თავში

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მთავრობის ადმინისტრაციაში სპეციალური შეხვედრა გაიმართება

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე სპეციალური შეხვედრა გაიმართება, სადაც იმ კონკრეტულ ნაბიჯებს განიხილავენ, რომელმაც სამომავლოდ მოზარდებში ტრაგიკული ფაქტები თავიდან უნდა აგვაცილოს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დარგის სპეციალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს ყველა უწყების წარმომადგენლები.

"ჩვენ კოორდინირებულად უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ნაბიჯები. ვფიქრობ, რომ დღეს არ არის დრო ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო კონკრეტული ნაბიჯების, რათა ის, რასაც სახელმწიფო აკეთებს განათლების გაუმჯობესების და სისტემური რეფორმის მიმართულებით, ყველაფერი, რაც ეხება მოზარდებზე, ახალგაზრდებზე ზრუნვას, იყოს კიდევ უფრო ეფექტური, შედეგიანი და თავიდან აგვარიდოს მსგავსი ტრაგიკული მოვლენები“ - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, თუმცა, სახელმწიფომ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას უფრო სწრაფად.

„ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ სისტემურად უნდა ვიმუშაოთ და ეს არის ის მიმართულებები, რომლებზეც სწრაფი შედეგი უნდა დავაყენოთ. რა თქმა უნდა, ასევე უნდა ვთქვათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით იუსტიციის სამინისტროს მხრიდან. თუმცა, ჩვენ შემდგომი ნაბიჯები უნდა გადავდგათ უფრო სწრაფად" - განაცხადა გიორგი გახარიამ. 

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

მოზარდი თვითმკვლელობის მცდელობამდე პოლიციაში გამოკითხეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდის მიერ სუიციდის მცდელობა პოლიციის მხრიდან ზეწოლას უკავშირდებოდა. თუმცა ეს ინფორმაცია შსს-ში უარყვეს. როგორც უწყებაში განაცხადეს, მოზარდის გამოკითხვა მშობლების თანდასწრებით მოხდა და ის "მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდებოდა.

15 წლის მოზარდის მიმართ განხორცილებული ზეწოლისა და ჩვენების იძულებით მიცემის ფაქტზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system