თავში

"არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია" - კალაძე

"არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია" - კალაძე
არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია - კალაძე

პარტია "საქართველოსთვის" თბილისის მერობის კანდიდატმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს, კახა კალაძეს ჰკითხა, იზიარებს თუ არა მისი თანაგუნდელების ბრალდებებს ნარკომანობასთან დაკავშირებით.

"დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ და შენი თანაგუნდელების და ჩემი ყოფილი თანაგუნდელების ბრალდებებს: ნარკომანობა, მოღალატეობა და სააკაშვილთან კავშირები, კონკრეტულად შენ, კახა კალაძე იზიარებ ამას თუ არა", - მიმართა გახარიამ კალაძეს. 

კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარიასთვის ნარკომანობა არავის დაუბრალებია. 

"არავის დაუბრალებია და უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკომანია, მაგრამ რაც შეეხება შენ საქციელს გიორგი, არ დავმალავ, არ მომეწონა შენი გადაწყვეტილება, რომელიც თებერვალში მიიღე. მე ვცდილობ მაქსიმალურად ვიყო თავშეკავებული, როდესაც კითხვა ისმება გიორგი გახარიაზე. მე პირველ რიგში, ვარ კაცი და მერე ვარ პოლიტიკოსი, შესაბამისად, ადამიანებთან ურთიერთობას გარკვეულ უპირატესობას ვანიჭებ, ამიტომ, არ მინდა ამ დისკუსიაში შემოსვლა. თბილისმა და თბილისელებმა გადაწყვიტონ ყველაფერი", - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ბოლო პერიოდში გაუჩნდა.

კობახიძემ გახარიას "კოკაინშიკი" უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system