თავში

არავის ეშინია ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის - გახარია

არავის ეშინია ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის - გახარია
არავის ეშინია ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის - გახარია

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "ქართული ოცნების" ხელმძღვანელებისგან მისი თანაგუნდელების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

"სამწუხაროდ, "ოცნებას" ამ ბოლო პერიოდში ახასიათებს ყველას ყველაფერი დააბრალოს, რომ როგორმე თავის პასუხისმგებლობას გაექცეს - თან ასე ირიბად დააბრალოს, რომ მერე რომ ეტყვი - მაბრალებ? - არა მე ეგ არ მიგულისხმიაო. 

თუ დაბრალება უნდათ, რაც უნდათ ის დაგვაბრალონ, წავიდნენ გამოძიება დაიწყონ. 

არავის ეშინია აი ამ რაღაც მუქარების და ფეხების ბაკუნის. 

მე ერთი რამე მინდა გითხრათ - აი იმ ადამიანების გვარებს, რომლებსაც ასე უდიერად მოიხსენიებენ ჩემი კოლეგების, ჩემი თანამებრძოლების - ალექსანდრე ხოჯევანიშვილის, კახა ქემოკლიძის, კახა საბანაძის - ეს ღირსეული ადამიანები არიან, რომლებიც ამ ქვეყანას წლების განმავლობაში ემსახურებიან და ბევრ მათგანს ვინც მათ სახელებს ახლა ატრიალებს - იმის ნახევარიც არ გაუკეთებია ქვეყნისთვის, რაც ამ ხალხს გაუკეთებია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system