თავში

არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია - თორნიკე რიჟვაძე

არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია - თორნიკე რიჟვაძე
არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია - თორნიკე რიჟვაძე

საარჩევნო პროცესი აჭარაში, განსაკუთრებით ბათუმში, მთელი დღის განმავლობაში ძალიან მშვიდად მიმდინარეობდა, მიუხედავად ოპონენტების მცდელობისა, რომ ყოფილიყო გარკვეული ინციდენტები, პროვოკაციები, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. აჭარის მთავრობის მეთაურმა მმართველი გუნდის ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.

„ის წინასწარი შედეგები, რომელიც უკვე ითვლება საარჩევნო უბნებზე, ეს იყო აბსოლუტურად პროგნოზირებადი შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობა ბათუმელებს, მადლობა აჭარის მცხოვრებლებს და, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ კონკრეტული პროცესით, კონკრეტული არჩევნებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ იმ შედეგებს, იმ პროგრესს, რომელიც გვქონდა ჩვენი ხელისუფლების მართვის დროს. და, რა თქმა უნდა, დღეს არის მნიშვნელოვანი დღე „ნაცმოძრაობის“ კიდევ უფრო მეტად შესუსტების, მათი დამარცხების. ამავე დროს, აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს შედეგები იქნას შესაბამისად გაფორმებული და, ბუნებრივია, ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას მოახდინოს დესტაბილიზაცია ამ კონკრეტული პროცესის“, - განაცხადა რიჟვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system