თავში

არჩევნები გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მკვეთრი პოლარიზაციის პერიოდში - ალბერტ ჯონსონი

არჩევნები გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მკვეთრი პოლარიზ
არჩევნები გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მკვეთრი პოლარიზაციის პერიოდში -  ალბერტ ჯონსონი

იმის მიუხედავად, რომ აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე, - ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ალბერტ ჯონსონმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისიის ხელმძღვანელმა პოლარიზებულად შეაფასა მედია გარემო და თქვა ისიც, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ დაფიქსირდა ძალადობრივი ქმედებები.

ალბერტ ჯონსონის განარტებით, არჩევნებთან დაკავშირებულ ბრალდებებზე საუბრისას, ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაიწყოს სათანადო გამოძიება.

"ორი ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები ზოგადად კარგად მართული გახლდათ, მაგრამ ის გაიმართა პოლიტიკური კრიზისის ფონზე და მკვეთრი პოლარიზაციის პერიოდში.

კანდიდატებმა შეძლეს, რომ კამპანიაში მონაწილეობა მიეღოთ თავისუფლად მაქსიმალურად კონკურენტულ გარემოში, თუმცა ამ პერიოდში აღინიშნებოდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები, რომელიც უკავშირდებოა დაშინებას ხმების მოსყიდვას და ზეწოლას კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე.

იმის მიუხედავად, რომ აღვრიცხავთ ბრალდებებს და ვსაუბრობთ თანმიმდევრულ შეშფოთებებზე, ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ შევაფასოთ, თუ რა გავლენა მოახდინა ამ ბრალდებებმა დარღვევებზე. ჩვენ გამომძიებლები არ ვართ და როდესაც ვამბობთ, რომ არსებობს უამრავი და ფართო გავრცელებული ბრალდებები, ჩვენ ამით მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაიწყოს სათანადო გამოძიება, მაგრამ არ გვაქვს თავად ის პოზიცია, რომ ვიცოდეთ დაზუსტებით, რა გავლენა იქონია დარღვევებმა ამ პროცესზე, 

არჩევნების დღე ჩატარდა ორგანიზებულად და გამჭირვალედ, მიუხედავად მცირე პროცედურული გამოწვევებისა, განსაკუთრებით ხმების დათვლის პროცესში. თუმცა, შეინინებოდა ყოვლისმომცველი და გავრცელებული ბოროტად გამოყენება მოქალაქე დამკვირვებლებისა, როგორც პარტიის წარმომადგენლებისა. ზოგადად, ხდებოდა ჩარევა პროცესებში და ინდივიდუალური ჯგუფები გავლენას ახდენდნენ ამომრჩევლებზე, რომლებიც იყვნენ საარჩევნო უბნებს გარეთ. აღინიშნებოდა ცალკეული ძალადობის ინციდენტები, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებებს, რომლებიც გაძლიერდა არჩევნების დღეს და ადგილი ჰქონდა აგრესიულ რეტორიკას სოციალურ ქსელებში.

მრავალფეროვანი მედია ლანდშაფტი იყო მკვეთრად პოლარიზებული, ხდებოდა მცირე ანალიტიკური გაშუქება და შერჩევითი გაშუქება, რამაც მოგვიანებით შეზღუდა ამომრჩევლების შესაძლებლობა გაეკეთებინათ ინფორმირებული არჩევანი. და ასევე დაშინების შემთხვევებმა და ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულმა ძალადობრივმა ქმედებები გახლდათ შეშფოთების საგანი მედია გარემო იყო მკვეთრად პოლარიზებული რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ იყო მკვეთრი დაყოფა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედია მონიტორინგის შედეგები რომელიც განხორციელებული გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო კომისიის მიერ აჩვენა, რომ გაშუქება იყო მკვეთრად შერჩევითი და ამ ყველაფერმა მიაწოდა ამომრჩევლეს შეზღუდული შესაძლებლობა, იმისა რომ გაეკეთებინათ პოლიტიკური ალტერნატივები. ეროვნულმა სამაუწყებლო არხებმა გააშუქეს არჩევნები ინტენსიურად მაგრამ უმეტესად ყურადღება მახვილდებოდა სამ პოლიტიკურ პარტიაზე ქართულ ოცნებაზე ენმ-ზე და საქართველოსთვის", - აღნიშნა ალბერტ ჯონსონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system