თავში

არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება - კობახიძე

არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება - კობახიძე
არჩევნები მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება - კობახიძე

31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდება - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელიმა მდივნმა განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ყველა ზომაა მიღებული იმისთვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. 

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდ ინფიცირებულები.

„პირველ რიგში, გვსურს მადლობა გადავუხადოთ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელმაც შეიმუშავა ეფექტიანი წესები იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს საარჩევნო პროცედურები ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. საარჩევნო უბნები აღიჭურვება და პროცედურები წარიმართება იმგვარად, რომ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანი იქნება მაქსიმალურად უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის. 

გარდა ამისა, ყველა ზომა იქნა მიღებული იმისათვის, რომ კოვიდით ინფიცირებულებს მაქსიმალურად ჰქონდეთ საარჩევნო ხმით სარგებლობით უფლება. ამგვარი შესაძლებლობით ისარგებლებენ როგორც შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში, ისე საკარანტინო სივრცეებში და სახლის პირობებში იზოლაციაში მყოფი კოვიდინფიცირებულები. შესაბამისად, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ 31 ოქტომბერს უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის მაქსიმალური აქტივობა",- განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system