თავში

არჩევნების შემდეგ "ჩაკეტვა" იგეგმება? - ირაკლი კობახიძის განცხადება

არჩევნების შემდეგ "ჩაკეტვა" იგეგმება? - ირაკლი კობახიძის განცხადება
არჩევნების შემდეგ ჩაკეტვა იგეგმება? - ირაკლი კობახიძის განცხადება

არავითარი “ლოკდაუნი” არ იქნება - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ “ღამის კურიერის” ეთერში განაცხადა. 

მისი განმარტებით, მიუხედავად მძიმე ეპიდვითარებისა, არჩევნების შემდეგ არც პოლიტიკური და არც ეკონომიკური „ლოკდაუნი“ არ იგეგმება.

მისივე განცხადებით, ოპოზიცია ამ თემით სპეკულირებს, რადგან არჩევნების წინ მათ ყოველთვის აქვთ რევოლუციური სცენარი.

„ეს არის ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია და ამაზე გვაქვს მარტივი პასუხი – საქართველოს მთავრობამ, მათ შორის, პრემიერ-მინისტრმა რამდენჯერმე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ არავითარი “ლოკდაუნი” არ იქნება. ამაში იგულისხმება, პირველ რიგში, ეკონომიკური “ლოკდაუნი” და, ასევე, პოლიტიკური “ლოკდაუნი“.

თუ ჩვენ თუ ავიღებთ საერთაშორისო სტანდარტებს, როდის ხდება ეკონომიკური “ლოკდაუნის” შემოღება, ამის საფუძვლები არ იკვეთება და არ გამოიკვეთება უახლოესი 2-3 თვის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system