თავში

არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავენ - ირაკლი კობახიძე

არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმა
არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავენ - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საია-ს საკონსტიტუციო სარჩელს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობაა მოთხოვნილი.

"შემაშფოთებელია, რომ რაც ენმ-მ 5 წლის წინ ღიად გააკეთა, ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით კეთდება.

არჩევნებამდე 2 კვირით ადრე არჩევნებისთვის პრობლემების შექმნას ახალი აბსურდული სარჩელით გეგმავს ორგანიზაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსს ატარებს.

როცა 3 თვის წინ ფართო კონსენსუსის საფუძველზე მიღებულ კანონზე, არც მიღების პროცესში და არც 3 თვის შემდეგ არაფერს ამბობ და შემდეგ ამ კანონს ყველაზე აქტიურ წინასაარჩევნო ფაზაში აპროტესტებ, ეს სარჩელის უკან მდგარ უაღრესად მანკიერ პოლიტიკურ მოტივზე, ბუნებრივია, თავისთავად მეტყველებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ. 

საია-ს განმარტებით, მცირერიცხოვან ოლქებში მრავალრიცხოვან ოლქებთან შედარებით ამომრჩევლის ხმას უფრო მაღალი წონა აქვს. ამის გამო თანასწორობის და საარჩევნო უფლება ირღვევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system