თავში

კობახიძე: ოპოზიციისთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

კობახიძე: ოპოზიციისთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა
კობახიძე: ოპოზიციისთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, იპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ, რომ ნებისმიერი სისტემის შემთხვევაში, მათთვის არჩევნებს აზრი არ აქვს.

"ისინი ხედავენ, რომ არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული ყველა შემთხვევაში, იქნება ეს 77/73, თუ 120/30-ზე, ისინი არიან განწირული მარცხისთვის, შესაბამისად, სამწუხაროდ, გადასული არიან დესტრუქციაზე. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ისინი არ ესწრებოდნენ დღევანდელ შეხვედრას, როგორც ვიცი, არ აპირებენ ასევე საორგანიზაციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას, ასევე აცხადებენ, რომ ხმას არ მისცემენ ამ ცვლილებებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილისთვის გიორგი რურუას თემა უბრალოდ საბაბია.

„რურუა არის საბაბი, მიზეზი არის ის, რომ ისინი არჩევნებში ვერ ხედავენ აზრს, გამომდინარე იქიდან, რომ ერთი არის 12 პროცენტიანი პარტია, მეორე არის სამპროცენტიანი პარტია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, მათთვის აზრი დაკარგა არჩევნებმა და ეძებენ ახალ საბაბს. ორი ვალდებულება ავიღეთ ჩვენ ამ შეთანხმების საფუძველზე, ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახორციელოს მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება. როდესაც ოპოზიცია ითხოვს სასამართლოს საქმიანობაში ჩარევას და ზეწოლას სასამართლოზე იმისთვის, რომ გათავისუფლდეს რურუა, ეს არის სწორედ მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზება",- განაცხად ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system