თავში

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად
არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ მომავალზე პასუხისმგებლობის ასაღებად

,,ჩვენთვის უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ,,ქართული ოცნება" ამომრჩეველს ენდობა.

,,ჩვენ, როგორც ხელისუფლება მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ უსაფრთხო გარემოს ქვეყანაში. იმედი მაქვს წინასაარჩევნო კამპანია პოზიტიურად ჩაივლის. იქნება მშვიდი, შედეგზე ორიენტირებული და პოლიტიკური პარტიები და ლიდერები შევძლებთ, რომ საზოგადოებას ჩვენი პროგრამები და ხედვა გავუიზიაროთ. ჩვენი პოლიტიკური პარტია ,,ქართული ოცნება" ენდობა მოსახლეობას და ენდობა მხარდამჭერებს. ჩვენ მზად ვართ მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა, უპირობოდ მისაღები იქნება ის არჩევანი, რასაც ჩვენი საზოგადოება გააკეთებს"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system