თავში

არჩილ თალაკვაძე: დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად

არჩილ თალაკვაძე: დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად
არჩილ თალაკვაძე: დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად

"დემოკრატიული განვითარებით, მშვიდობიანი პოლიტიკით საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებით შევძლებთ ქვეყნის გაერთიანებას", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გმირთა მემორიალთან განაცხადა. 

მისი თქით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება და მავთულხლართებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოება აუცილებლად გაერთიანდება.

"27 სექტემბერი არის ერთ - ერთი ტრაგიკული დღე ისტორიაში. ამით დაზარალდა მთლიანად საზოგადოება , რომელიც დღეს ხელოვნურად მავთულხლართებით არის გაყოფილი. მე მჯერა, რომ  და შევძლებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. მჯერა, რომ დევნილები დაბრუნდებიან სახლში, დღეს ჩვენი ამოცანა არის მაქსიმალურად ვიზრუნოთ მათზე და შევუქმნათ ღირსეული პირობები, სანამ დაბრუნება იქნება შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი გამოწვევა არსებობს, ტერიტორიული მთლიანობა, ქვეყნის დეოკუპაცია რჩება ჩვენს უმთავრეს პრიორიტეტად და ამოცანად და ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს. დღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები თითოეული ადამიანი გრძნობს, რომ ოკუპაცია არის დროის და პროგრესის წინააღმდეგ, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია, ეს რჩება ჩვენს ძირითად ამოცანად", - განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system