თავში

არჩილ თალაკვაძე ენმ-ს შეკრებაზე: საჭირო იქნება სამედიცინო სერვისების მობილიზება

არჩილ თალაკვაძე: საჭირო იქნება სამედიცინო სერვისების მობილიზება
არჩილ თალაკვაძე ენმ-ს შეკრებაზე: საჭირო იქნება სამედიცინო სერვისების მობილიზება

"მაშინ, როდესაც ჯანდაცვის პროფესიონალების დაძაბული შრომის შედეგად, აჭარაში კოვიდ19-ის შემთხვევათა სტაბილიზაციას მივაღწიეთ, ნაც.მოძრაობამ ბათუმში შეკრიბა მოქალაქეები უსაფრთხოების წესების დაცვის გარეშე. ეს არის საკუთარი ქვეყნის და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული ქმედება", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შემდეგი ორი კვირის განმავლობაში აჭარაში დიდი ალბათობით საჭირო იქნება ექიმების და სამედიცინო სერვისების კიდევ უფრო მეტად მობილიზება, ძალისხმევის გაორმაგება.

"ეს სამედიცინო რესურსები კი ამ დროს, მთელს ქვეყანაში სხვა მოქალაქეებს სჭირდებოდათ. ამ პარტიის ქცევა აჩვენებს, რომ ადამიანი მათთვის ნულოვანი ღირებულების მატარებელია და რევანშისთვის ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც გაწირავენ. შესაბამისად, ყველაფერი რასაც ადამიანებს პირდებიან - სიცრუეა", - განაცხადა თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system