თავში

არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე

არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე
არჩილ თალაკვაძე: ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტზე

რაც პლენარულ სხდომათა დარბაზში მოხდა, სავარაუდოდ, ეს არის ქიმიური შეტევა პარლამენტსა და პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

თალაკვაძის თქმით, თუ რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს მომხდარს, ამაზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და დადგინდება, რა ნივთიერება იყო და ვინ გამოიყენა. 

„სამწუხაროა,რომ ძალადობრივი შეტევის შემდეგ, რომელიც ივნისში ვნახეთ და რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა, დღეს უკვე სავარაუდოდ, ჩვენ ქიმიური შეტევა ვნახეთ პარლამენტზე. რამდენიმე ადამიანი არის მოწამლული, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსნებეთ, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება შეიტანა. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კი დეპუტატებს უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.

დაუდგენელი სითხის სპეციფიური სუნის გამო ენძელა მაჭავარიანი და კიდევ რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. რამდენიმე დეპუტატი და ადმინისტრაციის თანამშრომელი პარლამენტის შენობიდან სასწრაფო დახმარებისა და სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს.

პარლამენტში მომხდარზე პასუხისმგებლობა კი"მოძრაობა" სირცხვილიამ აიღო. "სისტემა" ყარს, დაწერა მოძრაობამ სოციალურ ქსელში. მოგიანებით მოძრაობამ ხსნართან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ირწმუნება, რომ სითხე ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system