თავში

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე ევროკავშირის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და იმ რეფორმებზე ისაუბრეს, რომლებიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება.

"სამუშაო შეხვედრა მქონდა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან. მან დადებითად შეაფასა და მოგვილოცა პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. ვისაუბრეთ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგზე, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და რეფორმებზე, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაეხმარება. მადლობას ვუხდი ელჩ ჰარცელს გაწეული ძალისხმევისთვის!,"-წერს "ფეისბუქის" გვერდზე არჩილ თალაკვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system