თავში

არჩილ თალაკვაძე გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თვამჯდომარემ გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს პარლამენტში უმასპინძლა. 

"დღეს, პარლამენტში პოზიტიური შეხვედრა გვქონდა, სადაც საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. გერმანიის პრეზიდენტს პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების გეგმებზე და პრიორიტეტებზე მივაწოდე ინფორმაცია. განსაკუთრებული აქცენტი მან ჩვენს კულტურაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირში საქართველოს მიმართ დიდი ინტერესია."- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. ფრანკ ვალტერშტიანმაიერი ასევე შეხვდება საქართველოს კათალიკოს პატრიარქს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system