თავში

არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს შეხვდა

არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს შეხვდა
არჩილ თალაკვაძე კონგრესმენებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ს კონგრესის წევრებს ადამ კინზინგერს და კონგრესმენ ალექს მუნის შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენებს ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამ კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ წარმომადგენელთა პალატის მიერ „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებასა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის დღის წესრიგს შეეხო. ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორია მშვიდობისა და უსაფრთხოების გლობალურ ძალისხმევაში.

კონგრესმენთა განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას, მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system