თავში

არჩილ თალაკვაძე: ნახეთ, ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლება, როგორ ხარისხში აქვს აყვანილი

არჩილ თალაკვაძე: ნახეთ, ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლება, როგორ ხარისხში აქვს აყვანილი
არჩილ თალაკვაძე: ნახეთ, ხელისუფლებას გამოხატვის თავისუფლება, როგორ ხარისხში აქვს აყვანილი

ნახეთ, ხელისუფლებას, გამოხატვის თავისუფლება, თუ როგორ ხარისხში აქვს აყვანილი - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, სასტუმრო „რედისონში“ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. 

„სიმბოლურია, რომ ეს აქციაც რეალურად აჩვენებს, თუ როგორი სტანდარტი და მიდგომა აქვს ჩვენს ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ნახეთ, გამოხატვის თავისუფლება, თუ როგორ ხარისხში ყავს აყვანილი. ფაქტი ერთია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მართული ჯგუფი და რეალურად „სირცხვილია“ არ მუშაობს, ეს არის კარგი მაგალითი, თუ როგორ მუშაობს ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოხატვის უფლება და პროტესტი, შეკრება, მანიფესტაცია. საზოგადოებას ალბათ ახსოვს, რომ წინა ხელისუფლების დროს ასეთი რამის გაკეთება იყო წარმოუდგენელი, ადამიანებს აპატიმრებდნენ, კლავდნენ ციხეებში, დევნიდნენ სწორდედ იმის გამო, რაც ახლა ნახეთ პირდაპირ ეთერში“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, სასტუმრო „რედისონთან“, სადაც საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გაიმართა.

სამოქალაქო მოძრაობების - ,,გაბედესა" და ,,შეცვალეს" წარმომადგენლები სასტუმრო ,,რედისონთან" ტრანსფარანტებით მივიდნენ. აქტივისტების თქმით, დღევანდელ ღონისძიებაზე, ხელისუფლების წარმომადგენლები დიპლომატებს ატყუებენ, თითქოს ქვეყანაში ადამიანის უფლებები დაცულია. 

აქციის მონაწილეთა ნაწილი ასევე სასტუმროს ჰოლში ტრანსპარანტებით მაშინ შევიდა, როცა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მედიასთან კომენტარს აკეთებდა. აქციის მონაწილეები დაცვამ ადგილს გაარიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system