თავში

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდეს

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდეს
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს საპარლამენტო ფორმატს დაუბრუნდეს

პარლამნეტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საპარლამნეტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ საკანონმდებლო საქმიანობას დაუბრუნდნენ და სწორედ აღნიშნულ ფორმატში წარმოადგინონ საკუთარი აერგუმენტები მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით - აღნიშნული განცხადება თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა. 

"მინდა მივმართო საპარლამნეტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ საპარლამენტო პროცესს, დაუბრუნდნენ საპარლამენტო ფორმატებს, ის არგუმენტები, რომელიც მათ სურთ, რომ აჩვენონ საზოგაოდებას, ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს პლენარული სხდომები, თუ საკომიტეტო განხილვები, დაუპირისპირონ სხვა არგუმენტებს. ამისთვის არსებობს მზადყოფნა. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მათ, რომ დაუბრუნდენ ნორმალურ პროცესს პარლამენტში. ეს არის საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შესვლას უზღუდავენ. ცოტა ხნის საკანონმდებლო ორგანოში ,,ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მივიდა. კანონმდებლები შენობაში ერთ-ერთი თავისუფალი შესასვლელიდან შევიდნენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას ხელი არ უნდა შეეშალოს. პარლამენტში არ იმყოფებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. 

აქცია რუსთაველის გამზირზე, გუშინ 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცრაზმი საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოიყენეს წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირი მეეზოვეებმა დაასუფთავეს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით,დაშავებულია 3 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system