თავში

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ არ შეწყვიტოს დიალოგი

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ არ შეწყვიტოს დიალოგი
არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას ვურჩევ არ შეწყვიტოს დიალოგი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას ურჩევს არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და დიალოგზე არ თქვა უარი.

„დიალოგის გაგრძელება და შეთანხმება საჭიროა და ოპოზიციას ვურჩევდი ნუ მიიღებს ნაჩქარევ გადაწყვეტილებას დიალოგიდან გასვლაზე. 100/50-ზე ბევრად კომპრომისული და უკეთესია ვიდრე 73/77-ზე და თუ ოპოზიცია ამაზე უარს იტყვის, ეს იქნება ტესტი, რომელიც დაადასტურებს, რომ მათ არჩევნებში საკუთარი თავის იმედი არ აქვთ“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ ოპოზიციის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება ხელისუფლებასთან საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი შეწყვიტონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system