თავში

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრული მხარდაჭერა ექნება

არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრული მხარდაჭერა ექნება
არჩილ თალაკვაძე: საარჩევნო სისტემის ცვლილებას სრული მხარდაჭერა ექნება

პირობა, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებას საპარლამენტო კენჭისყრისას სრული მხარდაჭერა ექნება, ძალაშია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა.

19 ივნისიდან პარლამენტო დაიწყებს ამ ცვლილებების განხილვას. მაღალი ალბათობით, ივნისის ბოლომდე უკვე შევძლებთ სამი მოსმენით დავამტკიცოთ ეს ცვლილებები იმ შემთხვევაში, თუ მას პარლამენტის ¾ დაუჭერს მხარს კენჭისყრაზე. მხოლოდ ამ რაოდენობის მხარდაჭერით არის შესაძლებელი, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტშივე დამტკიცდეს ეს ცვლილება და ძალაში შევიდეს. სხვა შემთხვევაში, ამაზე ნაკლები მხარდაჭერით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შეუძლია ორი მოწვევის პარლამენტს. ეს ნიშნავს, რომ თუ პარლამენტი ხმების ამაზე ნაკლები რაოდენობით დაამტკიცებს რომელიმე ცვლილებას კონსტიტუციაში, მისი დადასტურება უნდა მოხდეს მომდევნო მოწვევის პარლამენტის მიერ. სხვაგვარად ის ძალაში ვერ შევა. ეს არის პრინციპი, რომ კონსტიტუცია ყოფილიყო სტაბილური და როგორც ეს წარსულში ხდებოდა, ყველა ხელისუფლებამ საკუთარ თავზე არ მოირგოს,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system