თავში

არჩილ თალაკვაძე: სოციალურ მუშაკებს 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ

არჩილ თალაკვაძე: სოციალურ მუშაკებს 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ
არჩილ თალაკვაძე: სოციალურ მუშაკებს 1 იანვრიდან ხელფასი გაეზარდათ

„ჩვენ გავაგრძელებთ ზრუნვას, რომ გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა ანაზღაურება, გაუმჯობესდეს მათი სამუშაო პირობები და ეს პროფესია გახდეს კიდევ უფრო დაფასებული”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ მუშაკებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა გაიმართა.

არჩილ თალაკვაძემ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფო კილაძესთან და იუსტიციის მინისტრთან, თეა წულუკიანთან ერთად, ორასამდე სოციალურ მუშაკს სპეციალური ტრენინგკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვითაც მიმართა და სოციალური მუშაკის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. არჩილ თალაკვაძემ ყურადღება გაამახვილა სოციალური მუშაობის შესახებ მიღებულ კანონზეც, რომელმაც მუშაკებს მეტი დამოუკიდებლობა და შესაძლებლობები შეუქმნა.

„ საქართველოს პარლამენტმა შეიმუშავა და მიიღო ახალი კანონი სოციალური მუშაობის შესახებ, რის შედეგადაც თქვენი საქმე და ფუნქციები უფრო მკაფიოდ განისაზღვრა და მოგეცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი გარანტიები დ შესაძლებლობა იმისთვის, რომ შეასრულოთ თქვენი საქმე, რასაც სოციალური სამუშაო და სოციალური მუშაკის ფუნქცია ჰქვია, ასევე 2020 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა თქვენი ანაზღაურება და ის მინიმუმ 1200 ლარს შეადგენს”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, სოციალურ მუშაკებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაგრძელდება მუშაობა მათი ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებისთვის. მისი შეფასებით, წლების განმავლობაში, სოციალური მუშაკების ანაზღაურება არ იყო იმ შრომის ადეკვატური, რომელსაც ისინი ასრულებდნენ.

“ბევრი ადამიანი, ვისაც აქვს სპეციალური საჭიროებები, ასევე ბავშვები, ხანდაზმულები, წამალდამოკიდებული პირები, ადამიანები, ძალადობის მსხვერპლები და მოქალაქეები ვინც ჯერ კიდევ სიღარიბეში რჩებიან თქვენს დახმარებას და მომსახურებას ძალიან საჭიროებენ და მჯერა ამ მისიას წარმატებით შეასრულებთ მომავალშიც. ხშირად თქვენ ხართ პირველები, ვინც ამ ადამიანებთან მიდიხართ და ეხმარებით. ძალიან ბევრ თქვენგანს პირადად ვიცნობ და კარგად მახსოვს წლების განმავლობაში რამდენ ადამიანს დაეხმარეთ,”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, 200-მდე სოციალურ მუშაკთან შეხვედრა დღეს გაიმართა. ღონისძიებაზე სოციალურ მუშაკებს სპეციალური ტრენინ-გკურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თამჯდომარე სოფო კილაძე და ფრიდრიხ ებერტის ფონდის ხელმძღვანელი საქართველოში ფელიქს ჰეტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system