თავში

არჩილ თალაკვაძე: ვემზადებით ოპოზიციასთან დიალოგის მომდევნო რაუნდისთვისთვის

არჩილ თალაკვაძე: ვემზადებით ოპოზიციასთან დიალოგის მომდევნო რაუნდისთვისთვის
არჩილ თალაკვაძე: ვემზადებით ოპოზიციასთან დიალოგის მომდევნო რაუნდისთვისთვის

თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ საარჩევნო მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით, რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

„ჩვენ შეთავაზებული გვაქვს ოპოზიციისთვის კომპრომისული ვერსია, 100/50-ზე, სადაც მკვეთრად იზრდება პროპორციულის რაოდენობა და მცირდება მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა. ასევე, ვემზადებით დიალოგის მომდევნო რაუნდისთვის პოლიტიკურ ოპოზიციასთან. ბურთი ჯერჯერობით არის ოპოზიციის მოედანზე. მომდევნო რაუნდში ველოდებით კონკრეტულ განხილვას ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით. თუ ოპოზიცია არ დათანხმდება და ამ დიალოგის ფარგლებში ახალ მოდელზე ვერ შევთანხმდებით, ყველამ ვიცით რაც მოხდება - არჩევნები ჩატარდება არსებული შერეული სისტემით",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსნებეთ, რომ "ქართული ოცნება" ოპოზიციას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კომპრომისულ ვარიანტს სთავაზობს. მმართველმა გუნდმა დეკემბერში კონკრეტული ინიციატივა დააყენა, რაც გულისხმობს მაჟორიტარული მანდატების 50-მდე შემცირებას. კერძოდ, ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში პროპორციული წესით 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს იქნება არჩეული, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system