თავში

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს

არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს
არჩილ თალაკვაძე: ვმუშაობთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს

სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო, რომ თარიღი შეეცვალა საარჩევნო ცვლილებისთვის და 2024 წლიდან 2020 წლისთვის გადმოეტანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მერვე ყოველწლიურ სესიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდი არჩევნების წესების გაუმჯობესების მიზნით, მუშაობს ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე.  

თალაკვაძის თქმით, 2017-2018 წლებში კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები ხელს უწყობს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას.

„სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ვერ შეძლო, რომ თარიღი შეეცვალა საარჩევნო ცვლილებისათვის და 2024 წლიდან 2020 წლამდე გადმოეტანა ეს. თუმცა ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ორი მიზეზის გამო – მუდმივად გვაქვს მოლაპარაკებები პოლიტიკურ ოპოზიციასთან იმისთვის, რომ მოვემზადოთ ყველანი კარგად 2020 წლის არჩევნებისათვის და მეორეც, ჩვენ ვმუშაობთ ეუთო-ოდირის რეკომენდაციებზე, რათა არჩევნების წესები გაუმჯობესდეს. უნდა აღინიშნოს ჩვენი წვლილი ღირებულებებსა და პრინციპებში, რომელსაც ასე იცავს ევროპა. ამ კუთხით, თქვენ კარგად იცით, რომ განხორციელდა ცვლილებები კონსტიტუციურ რეფორმაში 2017-2018 წლებში, რომელიც ვენეციის კომისიამ ამგვარად შეაფასა-ეს გახლავთ დასრულება საქართველოს პოლიტიკური სისტემის ევოლუციისა, საპარლამენტო სისტემის განმტკიცების კუთხით და წარმოადგენს პოზიტიურ ნაბიჯს. ეს არის საქართველოს სახელმწიფო წყობის განმტკიცება. ხელს უწყობს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვას. ეს კონსტიტუცია ამყარებს ჩვენს ძალიან ძლიერ მისწრაფებას ევროპისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ, მკაფიოდ აყალიბებს და ამბობს, რომ ინტეგრაცია ევროპაში ევროკავშირსა და ნატო-ში არის საქართველოს საგარეო პოლიტიკაში უმაღლესი პრიორიტეტი“,- აღნიშნა თალაკვაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system