თავში

არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს: წაიკითხეთ კანონში რა წერია?

არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს: წაიკითხეთ კანონში რა წერია?
არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებს: წაიკითხეთ კანონში რა წერია?

კანონში პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პირს დანაშაულში ამხელს, არის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

„წაიკითხეთ კანონში რა წერია? თქვენ ხართ ის ჟურნალისტები, რომლებიც კანონებს კითხულობთ კარგად, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს კანონიც წაიკითხოთ. იქ პირდაპირ წერია, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც პირს დანაშაულში ამხელს არის საფუძველი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის. ამ შემთხვევაში ეს არის სახეზე. იქ არ წერია სამი ინსტანცია. იქ წერია, რომ როგორც კი ასეთი გადაწყვეტილება დადგება და ძალაში შევა, ის უკვე უნდა იყოს საფუძველი უფლებამოსილების შეწყვეტის",- განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და 2,3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system