
"არჩილ თალაკვაძეს დაატოვებინეს თანამდებობა. მას არ აპატიეს ეს შეთანხმება. არ აპატიეს ის, რომ აღიარებულია უკვე საქვეყნოდ პოლიტპატიმრების არსებობა", - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ლევან სამუშიამ განაცხადა.
მისი თქმით, არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" გადააყოლეს შეთანხმებას რომელიც ფასილიტატორი ელჩებისა და დასავლელი პარტნიორების მეშვეობით დაიდო.
"ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი იმართებოდა წარმოუდგენელი უპატივცემულობა განახორციელა "ქართულმა ოცნებამ", მაშინ როცა მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ მოვიდა. მათ წინა დღით ხელი მოაწერეს არალევერანტულ დოკუმენტს, რომელიც განხილვაშიც არ ყოფილა. ამით ისინი ცდილობდნენ თავი აერიდებინათ შეთანხმებაზე ხელის მოწერას.
საუბარია პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებულ აღქმულ საკითხებზე, ეს კი პირდაპირ მანიშნებელია, რომ ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა. ასევე, რეალურად გამოჩნდა ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელი გზა. ამ ვითარებიდან გამომდინარე ნათლად ჩანს, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ამ შეთანხმებით "ქართულმა ოცნებამ" აღიარა მარცხი", - განაცხადა ლევან სამუშიამ.
არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობდა დატოვა. მის შემცვლელად კახა კუჭავა განიხილება.