თავში

"არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო" - ვის გულისხმობს კობახიძე

"არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო" - ვის გულისხმობს კობახიძე
არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო - ვის გულისხმობს კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, არიან ადამიანები, რომლებზეც თავის დადება შეიძლება და ასეთი მისი თქმით, თბილისის მერი კახა კალაძეა. 

"არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე. მე პირადად მასთან მაქვს ურთიერთობა, ჩვენ პრაქტიკულად ტანდემში ვმუშაობდით ორი კაცი. 2014 წლის ბოლოს, როცა მე გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი. მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და მე ერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო. კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან და ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის ისეთი გამოცდილება, 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა როდესაც ადამიანს აფასებ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system