თავში

პარლამენტთან რკინის ბარიკადები მოხსნილია

პარლამენტთან რკინის ბარიკადები მოხსნილია
პარლამენტთან რკინის ბარიკადები მოხსნილია

საკანონმდებლო ორგანოსთან ამ წუთებში საპატრულო პოლიციაა მობილიზებული, რკინის ბარიკადები კი, რომელიც სამართალდამცველებმა პარლამენტის შესასვლელებთან გუშინ აღმართეს, მოხსნილია.

საპატრულო პოლიციის უფროსმა report.ge-ს განუცხადა, რომ პოლიცია სიტუაციის შესაბამისად იმოქმედებს. ვაჟა სირაძე იმედოპვნებს, რომ სამართალდამცველებს დღეს ბარიკადების აღმართვა აღარ დასჭირდებათ.

,,წინასწარ ვერ გეტყვით, გზა გადაიკეტება თუ არა, პოლიცია არის ადგილზე პრევენციის მიზნით და უზრუნველყოფს საზოგადოებრივ უსაფრთხოებას. გუშინ, უსაფრთხოებისა და პრევენციის მიზნით იყო აღმართული ბარიკადები, რათა არ მომხდარიყო აქციის მონაწილეების მხრიდან პარლამენტის შესასვლელის პიკეტირება და რაიმე სხვა სახის პროვოკაცია"- განუცხადა report.ge-ს ვაჟა სირაძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობის პიკეტირებას დღეს ისევ გეგმავენ. საკანონმდებლო ორგანოში ბიურო და პლენარული სხდომაა ჩანიშნული. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 10:00 საათიდან შეიკრიბებიან. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ მანიფესტანტებისგან თავის დასაცავად საპატრულო პოლიციამ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელებთან რკინის ბარიკადები აღმართა.

შეგახსენებთ, რომ 14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. რასაც სამოქალაქო მოძრაობისა და ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა, რომელიც დღემდე გრძელდება.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები პროპორციულ საარჩევნო კანონმდებლობაზე გადასვლას გერმანული მოდელის მიხედვით ითხოვენ. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ გერმანული მოდელი საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system